თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ბაკურიანში გამაჯანსაღებელ ცენტრს Gino Wellness Group ააშენებს, რომელიც პროექტის რეალიზაციაზე 4,2 მლნ ლარს დახარჯავს, — იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ამ მიზნით კომპანიას საინვესტიციო პირობებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, 500 ათას ლარად საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 76 308 კვ/მ ფართობს მოიცავს.
პროექტის თანახმად, ბაკურიანში 500 კაცზე გათვლილი დასასვენებელი პარკი გაშენდება, სადაც რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული აუზები და ფიტნეს–გამაჯანსაღებელი ცენტრი განთავსდება.
© სტანისლავ კოზლიაკოვსკი, Sputnik-georgiaსაქართველოს ზამთრის კურორტები

საქართველოს ზამთრის კურორტები
© სტანისლავ კოზლიაკოვსკი, Sputnik-georgia