თბილისი, 20 მარტი — Sputnik. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილის, ვლადიმირ სტეპანოვის განცხადებით დონის როსტოვში ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო–სამაშველო სამუშაოები დილის 9 დასრულდა.
მანამდე საგანგებო სამსახური იუწყებოდა, რომ მაშველებმა განმეორებით შეამოწმეს ტრაგედიის ადგილი დაღუპულთა ცხედრების ფრაგმენტებისა და მათი პირადი ნივთების მოძიების მიზნით, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს გამოძიებას. სამუშაოები 11 ათას კვ/კმ–ზე მიმდინარეობდა და მასში 700 მაშველი იყო ჩართული.
შეგახსენებთ: დუბაიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737-800 დონის როსტოვში წუხელ ჩამოვარდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით, ლაინერის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.