თბილისის აეროპორტში „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

© Pixabay / 3839153დამნაშავე ხელბორკილებში
დამნაშავე ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგრეთ წოდებული ფოთური კლანის წარმომადგენელი, 50 წლის ბაჩუკი ფაჩულია ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდია“, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს „აკურთხეს“.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში კრიმინალური ავტორიტეტი ბაჩუკი ფ. დააკავეს, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, იუწყება შსს–ს პრეს-სამსახური.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაჩუკი ფ. ბოლო 15 წელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. დაკავებული კანონიერ ქურდობას აღიარებს“, — ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

პარასკევს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ კრიმინალურ სამყაროში „ბაჩუკი ფოთიისკად“ ცნობილი 50 წლის ბაჩუკი ფაჩულია ვლადიმირსკის ოლქის კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოშია დეპორტირებული, რასაც საფუძვლად იუსტიციის სამინისტროს განკარგულება დაედო ფაჩულიას რუსეთში ყოფნის მიზანშეუწონლობის თაობაზე. კრიმინალური ავტორიტეტი თბილისში მოსკოვიდან გამოამგზავრეს.

ეგრეთ წოდებული ფოთური კლანის წარმომადგენელი, 50 წლის ბაჩუკი ფაჩულია ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდია“, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს „აკურთხეს“. მას 20 წელზე მეტი აქვს გატარებული საპატიმროებში. ფაჩულიას ბოლო ორი, ერთმანეთზე მიყოლებული სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის ჰქონდა შეფარდებული.

ყველა ახალი ამბავი
0