საქართველოს რაგბის ნაკრებმა ევროპის ერთა თასი მოიპოვა

© Союз регби Грузииსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუმინელების 29 ქულიანი სხვაობით პირველად დამარცხების შემდეგ საქართველოს რაგბის ნაკრებმა ევროპის ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიპოვა და რეკორდიც დაამყარა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში გამართულ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 38:9 დაამარცხა და მეცხრედ მოიპოვა ევროპის ერთა თასი, — იუწყება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

ამას გარდა, ეროვნულმა ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასიც მოიპოვა, რომელიც ტრადიციულად თამაშდება საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრისას.

მორაგბეები - Sputnik საქართველო
სოჭში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

„დინამო არენაზე“ გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 19:9 დასრულდა, მეორე ტაიმში კი მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ თავს აჯობა და 19:0 შედეგი აჩვენა.

საქართველოს ნაკრებმა ექვსი შედეგიანი მცდელობა (რომელთაგან ორი გიორგი ფრუიძის ანგარიშზეა) და ოთხი რეალიზაცია (სამჯერ გამოირჩა მერაბ კვირიკაშვილი და ერთხელ ლაშა მალაღურიძე) განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ქართველებმა რუმინელებს პირველად მოუგეს ანგარიშში ასეთი სხვაობით. გუნდები სულ ოცჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც 11–ჯერ ქართველებმა გაიმარჯვეს.

„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სხვაობით გავიმარჯვეთ. ეს ჩვენი ერთწლიანი მუშაობის შედეგია. ასეთი რამ ერთ კვირაში არ ხერხდება და მახარებს მიღწეული შედეგი“, — განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე აღიარეს. 

ყველა ახალი ამბავი
0