სოჭში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

© FB/ GeorgianRugbyUnionმორაგბეები
მორაგბეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია, თუმცა პირველ ადგილს რუმინეთის ნაკრებთან იყოფს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 24:7 დაამარცხა, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.

„ბორჯღალოსნებისთივს“ ეს გამარჯვება 2015/2016 წლების ჩემპიონატზე რიგით მეცხრეა. ქართველმა მორაგბეებს არცერთი მარცხი არ განუცდიათ. რუსეთის ნაკრებმა კი, რომლის აქტივშიც ხუთი გამარჯვებაა, ტურნირში მეოთხე დამარცხება იგემეს. 

მილტონ ჰეიგის გუნდის შემადგენლობიდან გამოირჩეოდნენ თამაზ მჭედლიძე, ანტონ ფეიქრიშვილი და გიორგი ნემსაძე. საქართველოს ნაკრებს ცხრა ქულა მერაბ კვირიკაშვილმა შემატა, რომლის ანგარიშზეც სამი რეალიზაცია და ერთი საჯარიმო დარტყმაა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ბორჯღალოსნები“ კვლავ ტურნირის ცხრილის სათავეში არიან, რომლებიც პირველ ადგილს რუმინეთის ნაკრებთან იყოფენ. საქართველო-რუსეთის მატჩის პარალელურად, დღეს რუმინელები გერმანელებს შეერკინენ და ანგარიშით 61:7 დაამარცხეს.

ტურნირის ფარგლებში შემდეგ მატჩს „ბორჯღალოსნები“ თბილისში რუმინელების წინააღმდეგ 19 მარტს გამართავენ.


ყველა ახალი ამბავი
0