ყვავილები, სანთლები და სათამაშოები ავიაკატასტროფაში დაღუპულებისთვის

გამოწერა

დონის როსტოვის მაცხოვრებლებმა პატივი მიაგეს წუხანდელ ავიაკატასტროფაში 62 დაღუპულის ხსოვნას.

როსტოველებს აეროპორტში სანთლები, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ და ასე გამოხატავენ მწუხარებას მომხდარის გამო.

დონის როსტოვში Boeing-737-800 ჩამოვარდა - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „ბოინგი“, შესაძლოა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩამოვარდა

„აეროპორტის ახლოს, თავად აეროპორტში სანთლებს ანთებენ, ყვავილებსა და სათამაშოებს აწყობენ“, — განუცხადა РИА Новост–ის რეგიონული მთავრობის წარმომადგენელმა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა 20 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ავიაკომპანია Flydubai–ს კუთვნილი ბოინგი დონის როსტოვში გამთენიისას ჩამოვარდა. დაიღუპა 62 ადამიანი: 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი.

კატასტროფის მიზეზებად სამი ვერსია: ცუდი ამინდი, ტექნიკური გაუმართაობა და ეკიპაჟის შეცდომა სახელდება.

ყველა ახალი ამბავი
0