ქალბატონი რომელმაც თვითმფრინავზე დააგვიანა ავიაკატასტროფას გადაურჩა

© МЧС РФავიაკატასტროფის ადგილი დონის როსტოვში
ავიაკატასტროფის ადგილი დონის როსტოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნატალი ტურს“-ის ერთი ტურისტი გვიან დაბრუნდა სასტუმროში და ვერ შეძლო თვითმფრინავზე მოხვედრა. ამ დროისათვის ეს ქალბატონი დუბაიში იმყოფება.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. „ნატალი ტურსი“-ს ერთ ერთი ტურისტი ელვირა ისაევა, რომელიც პარასკევს დუბაიდან დონის როსტოვში უნდა გადაფრენილიყო FlyDubai-ს რეისით, ვერ გაფრინდა, რადგან თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა, უთხრა ჟურნალისტებს „ნატალი ტურს“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ სავოსტიანოვმა. 

მისი თქმით, მას დუბაის ტური ტურისტულმა კომპანიამ თავისი ხარჯით კიდევ 4 დღით გაუგრძელა. 

„საბედნიეროდ ერთ-ერთი ჩვენი მგზავრი ვერ გამოფრინდა დუბაიდან ამ რეისით, რადგან, როგორც მან გვითხრა აღნიშნავდა მეგობართან ერთად დაბადების დღეს და გვიან დაბრუნდა სასტუმროში. ამ დროისათვის იგი დუბაიში იმყოფება. ჩვენმა დუბაელმა პარტნიორმა კომპანია „ალფა ტურმა“, გაუგრძელა მას იქ ყოფნის ვადა რამდენიმე დღით, რის შემდეგაც მას შესაძლებლობა ექნება დაბრუნდეს რუსეთის ფედერაციაში“, — უთხრა ჟურნალისტებს სავოსტიანოვმა. 

„ეს მგზავრი როგორც ვიცი 1982 წელს დაბადებული ელვირა ისაევაა. სხვა მონაცემები არ მაქვს“, — თქვა მან. 

დონის როსტოვი, ავიაკატასტროფის ადგილი - Sputnik საქართველო
დონის როსტოვში დაღუპული თვითმფრინავის მგზავრების ნათესავები კომპენსაციებს მიიღებენ

სამგზავრო ბოინგმა 737-800, რომელიც დუბაიდან მოფრინავდა შაბათს 4:42 საათზე კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი დაჯდომის დროს ჩამოვარდა ცუდი ხილვადობის პირობებში. რუსეთის საგანგებო დავალებათა სამსახურის მონაცემებით, ლაუნერის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველანი დაიღუპნენ. როგორც მანამდე სააგენტო РИА Новости-ს „ნატალი ტურსის“ დირექტორმა ვლადიმირ ვორობიოვმა უთხრა, მგზავრებს შორის ტურისტული კომპანიის 30 კლიენტი იყო, მათ შორის ორი ბავშვი. 


ყველა ახალი ამბავი
0