თურქეთის ხელისუფლებამ სტამბულის ტერაქტის გაშუქებაზე მასმედიისთვის შეზღუდვები დააწესა

© AP Photo / Lefteris Pitarakisსტამბოლის პოლიცია
სტამბოლის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკრძალვა ეხება ინციდენტის ადგილის პირდაპირ ეთერში ჩვენებას, აფეთქების მომენტისა და შემდგომში მომხდარის ტრანსლაციას, მათ შორის მსხვერპლთა ჩვენებას. ასეთ ზომებს თურქეთში, ჩვეულებრივ, ტერაქტის შემდეგ მიმართავენ.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ საინფორმაციო საშუალებებისთვის სტამბულში მომხდარი ტერაქტის გაშუქება შეზღუდა, იუწყება შაბათს თურქეთის უმაღლესი საბჭო ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით.

აკრძალვა ეხება ინციდენტის ადგილის პირდაპირ ეთერში ჩვენებას, აფეთქების მომენტისა და შემდგომში მომხდარის ტრანსლაციას, მათ შორის მსხვერპლთა ჩვენებას. ასეთ ზომებს თურქეთში, ჩვეულებრივ, ტერაქტის შემდეგ მიმართავენ. 

თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
სტამბულში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, ოცი ადამიანი დაიჭრა

აფეთქება სავაჭრო ცენტრთან, ქვეითად მავალთა ქუჩაზე თბილისის დროით დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ტერაქტის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, ხოლო 20 დაიჭრა. ქუჩაზე, სადაც აფეთქება მოხდა, სხვადასხვა სახელმწიფოს დიპლომატიური მისიები მდებარეობს. 

ყველა ახალი ამბავი
0