თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სტამბულის ცენტრში აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, 20 ადამიანი დაიჭრა, განაცხადა სტამბულის გუბერნატორმა ვასიფ შაჰინმა. მანამდე ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ გავრცელდა.
აფეთქება სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ქვეითად მავალთა ქუჩაზე თბილისის დროით დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ქუჩაზე, სადაც აფეთქება მოხდა, სხვადასხვა სახელმწიფოს დიპლომატიური მისიები მდებარეობს.
„აფეთქება ბეიოღლუს რაიონის მუნიციპალიტეტის შენობის წინ მოხდა. სავარაუდოდ, ის თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20 დაიჭრა. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა“, — განუცხადა ჟურნალისტებს შაჰინმა.