დაგროვებითი სისტემა მომავალში პენსიონრებისათვის მაღალი შემოსავლის წყარო იქნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხალხი გუდიაშვილის ქუჩაზე
ხალხი გუდიაშვილის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობას პენსიების ინდექსაცია შემოაქვს, რომლის თანახმადაც სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონით აიწევს.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება საქართველოში ხელს შეუწყობს მომავალში პენსიონრებისათვის უფრო მაღალი საპენსიო შემოსავლის მიღებას, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო. ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამახური მუშაობს საპენსიო სისტემის რეფორმირებაზე, რომელიც ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისაგან შედგება. 

„პირველი ამჟამინდელ პენსიონრებს ეხებათ და მისი მიზანი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ე.ი. საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, შემუშავებული იქნება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის შესაბამისად, სოციალური პენსია ყოველწლიურად გაიზრდება მინიმუმ ინფლაციის დონეზე. დღეს არსებული სისტემით, პენსიონრები ფაქტიურად არ არიან დაცულნი ინფლაციური მოვლენებისაგან და არ არსებობს მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხდება არსებული პენსიის გაზრდა. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი მეთოდის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს პენსიონერთა უკეთეს დაცვას“, — აღნიშნეს სამინისტროში. 

პენსიონერი - Sputnik საქართველო
საქართველოში ინფლაციის გათვალისწინებით პენსიების ინდექსირების დაწყება იგეგმება

მეორე კომპონენტი მომავალ პენსიონრებს ეხებათ და იგი ითვალისწინებს კერძო დაგროვებითი სისტემის შექმნას, რაც აპრობირებულია მრავალ ქვეყანაში.

„საქართველო განვითარების ისეთ ეტაპზეა, როცა მსგავსი სისტემის არსებობა მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ მოქალაქეებს უფრო მაღალი საპენსიო ანაზღაურება ჰქონდეთ, ასევე იმისათვის რომ არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადახდილ სოციალურ პენსიაზე, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საპენსიო ცხოვრების დაგეგმვის დამოუკიდებელი საშუალება. სწორედ ამას სთავაზობს ჩვენი მოდელი“, — განაცხადეს სამინისტროში. 

დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება 2017 წლის მესამე კვარტლიდან იგეგმება. 


ყველა ახალი ამბავი
0