ქართველმა დეპუტატებმა კიდევ ერთი „გარჩევა“ მოაწყვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე კვირაში დეპუტატებმა მეორედ გამოიყენეს მუშტი–კრივი კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. პარლამენტის პარასკევის პლენარული სხდომა „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დეპუტატთა შორის ახალი შეხლა–შემოხლით აღინიშნა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ჩხუბი პარლამენტში: მიკროფონებმა სხვა ფუნქცია შეიძინა

დაპირისპირება დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის („ნაცმოძრაობა“) განცხადებას მოჰყვა, რომ ხელისუფლებამ კრახი განიცადა უკანონო თვალთვალთან ბრძოლაში. დეპუტატი ნუკრი ქანთარია („ქართული ოცნება“) გააღიზიანა ამ სიტყვებმა, კოლეგა გვერდზე გაიხმო, ცალკე გადასხდნენ და საქმის გარჩევა დაიწყეს.

მოგვიანებით მათ სიტყვიერ გარჩევაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ. უმრავლესობის დეპუტატმა გიგა ბუკიამ „ნაციონალ“ აკაკი მინაშვილს მოუქნია ხელი, თუმცა სხვა დეპუტატების დროულმა ჩარევამ ხელი შეუშალა ჩხუბის დაწყებას. 

ნუკრი ქანთარიასა და ნუგზარ წიკლაურის დაპირისპირების კადრები
ნუკრი ქანთარიასა და ნუგზარ წიკლაურის დაპირისპირების კადრები  - Sputnik საქართველო
ნუკრი ქანთარიასა და ნუგზარ წიკლაურის დაპირისპირების კადრები

მიმდინარე კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველი დეპუტატები კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად მუშტი–კრივს მიმართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0