ვიდეოკადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელების საქმეზე პატიმრობაში ოთხი პირია, ხოლო ინგა ჩატოიანს აღკვეთის ზომად 5 ათასი ლარის გირაო შეეფარდა.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებულ საქმეზე ხუთი პირიდან ერთ-ერთს — ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიებად 5 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, იუწყება სასამართლოს პრეს-სამსახური.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების სქემის გახსნის შესახებ განცხადება გაავრცელა. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ხუთი ადამიანის მიმართ. საუბარია გასული წლის დეკემბრის მოვლენებზე, როდესაც მოქალაქე გელა ღურწკაიამ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელების მიზნით გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორს ელისო კილაძეს მესამე პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები აჩვენა. ამასთან, პროკურატურას არ დაუზუსტებია, რა შინაარსის იყო ეს კადრები. ღურწკაია 2016 წლის თებერვალში დააკავეს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: ჩემს საზოგადოებას არავის დავატერორებინებ

„სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულ ინგა ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით“, — აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასწარი სასამართლო მოსმენა 21 აპრილს გაიმართება. პროცესზე ასევე მოუსმენენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, მაგრამ სხვა დანაშაულის გამოა დაპატიმრებული.

რაც შეეხება ამ საქმის დეტალებს, გამოძიების ვერსიით, პირველად ეს კადრები ხელში ზურაბ ჯამალაშვილს ჩაუვარდა, რომელიც მან ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს გადასცა. შემდეგ ადვოკატმა სკანდალური ჩანაწერები ინგა ჩატოიანს გადასცა, ჩატოიანმა კი — ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს. ვიდეოკადრები გელა ღურწკაიას ხელში უკვე ხაჭაპურიძის შემდეგ აღმოჩნდა.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
პროკურატურა: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების სქემა გახსნილია

საქართველოს მთავარი პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების კიდევ ორ საქმეს იძიებს.

Youtube-ზე 11 და 14 მარტს გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. პირველ ჩანაწერში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, დასახელებული იყო ვიდეოზე აღბეჭდილი პოლიტიკოსი, თუმცა 14 მარტს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა აღარ მიუთითა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დაფარა. ის ასევე დაიმუქრა, რომ მალე გამოაქვეყნებს ვიდეოს სხვა ქართველი მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით.

ყველა ახალი ამბავი
0