საქართველოს მთავრობაში „ოკუპაციის შესახებ კანონის“ შერბილებაზე საუბრობენ

© courtesy of SMRCEgeorgiaპაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაატა ზაქარეიშვილს იმედი აქვს, რომ კანონში ცვლილებები შევა, რადგან თბილისმა ამ ზაფხულს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უნდა უმასპინძლოს.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ცვლილებებს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ და მისი დარღვევის გამო სასჯელის ზომა შემსუბუქდება.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსი დეპუტატები განიხილავენ თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩამოსვლის საკითხს. საამისოდ კი სჭირდებათ გარანტიები, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი პრობლემებს არ შეუქმნით.

გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
დეპუტატი: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

კარასინის თქმით, უკეთესი იქნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ გააუქმებდა ამ კანონს.

„ვიდრე არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და არ მოხდება დეოკუპაცია, გამორიცხულია, რომ გაუქმდეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, — განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. თუმცა, ამასთან ერთად, ამ კანონის შერბილებას ის მხარს უჭერს.

საქართველომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად სცნო 2008 წელს რუსეთის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადების შემდეგ. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე ამ ტერიტორიებზე შესვლა კანონის დარღვევად მიიჩნევა და დიდი ფულადი ჯარიმით ან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.

რად გვინდა, რომ ადამიანი ორი წლით ციხეში იყოს ჩასმული?! არაფერს არ გვაძლევს ეს, გარდა იმისა, რომ ვაჭმევთ და ვასმევთ… მართლაც იყო ინიცირება ჩემი სამინისტროდან, ჩემი მხრიდან, რომ ცვლილებები შესულიყო [კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ]… ის ცვლილებები რომ განხორციელებულიყო — და იმედია, რომ ახლა მაინც განხორციელდება — მაშინ ეს საკითხი არ დაისმებოდა თბილისში ეუთოს გენერალური ასამბლეის ჩატარების წინ“, — აღნიშნა ზაქარეიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თბილისში დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელშიც ეუთოს 57 საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, ქვეყნის ბოლო 25 წლის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0