პრემიერი არასაპარლამენტო ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის საკითხს განიხილავს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. პარტიები საკანონმდებლო ორგანოში 150 ადგილისთვის იბრძოლებენ.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შაბათს ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ, იუწყება პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ პრეს-სამსახური.

თბილისი - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია საარჩევნო ოლქების გადანაწილებას დაეთანხმა

იანვარში გამართულ პირველ შეხვედრაზე კვირიკაშვილი და არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე მომუშავე ჯგუფის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. ოპოზიცია 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთი ცვლილებებისთვის მხოლოდ 2020 წლისთვის იქნებიან მზად.

„აღნიშნული შეხვედრა, პრაქტიკულად, ბოლო შანსი იქნება, რათა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობები ცივილიზებულ ჩარჩოებში წარიმართოს, რათა შევძლოთ თავიდან ავირიდოთ დესტაბილიზაცია როგორც წინასაარჩევნო, ისე არჩევნებისშემდგომ პერიოდში“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს – პარლამენტი 77 პროპორციული სისტემით არჩეული და 73 მაჟორიტარი დეპუტატისგან შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0