თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ევროპისა და აშშ-ს მოსახლეობა ყირიმთან დაკავშირებით ცუდად არის ინფორმირებული და არც მის გამო რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება უნდა, თვლის მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.
“სპუტნიკ —მნენიეს“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკელთა, ჰოლანდიელთა, ინგლისელთა, ფრანგთა, გერმანელთა, და იტალიელთა დაახლოებით მესამედი თვლის რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილია.
კითხვაზე „თვლით თუ არა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია“, გამოკითხულ იტალიელთა 39%-მა და გერმანელთა 37%-მა დარწმუნებით უპასუხა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ამ აზრს იზიარებს გამოკითხულთა შესაბამისად 33% და 32%. აშშ-სა და საფრანგეთში ასევე ფოქრობს გამოკითხულთა 26%, ამასთან აშშ-ში ყველაზე მეტია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც კითხვაზე პასუხი არ იცის — 42%.
მამრაძე „რა თქმა უნდა ასეთი შედეგი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობაა. ასეც ხდება, როცა ადამიანებს არავითარი ინტერესი არა აქვთ საკუთარი სპეციალობების გარდა.“-აღნიშნა პეტრე მამრაძემ. ექსპერტმა ამის მაგალითად აშშ-ში ჩატარებული ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგები მოიყვანა რომელთა მიხედვითაც რესპონდენტების ნახევარზე მეტი თვლიდა, რომ აშშ-მ, გერმანიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ბოლშევიკურ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვეს.
მამრაძემ მისივე თქმით კიდევ ერთი მიზეზი, რამაც “სპუტნიკ —მნენიეს“ გამოკითხვის ეს შედეგი განაპირობა, ისაა, რომ თითქმის არავის არ უნდა ევროპაში ყირიმის გამო თავის ატკიება და რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება. „ეს კარგად გამოჩნდა, მაშინ როცა პოლიტიკაში დაბრუნებულმა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ იცის ამით შემდეგ არჩევნებზე მეტ ხმას მიიღებს, რადგან არ უნდათ ფრანგებს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება ამ ტერიტორიის გამო“- აღნიშნა მამრაძემ.
გამოკითხვა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში, კვლევითი კომპანია Populus-ის მიერ ჩატარდა და მსხვილი ფრანგული კომპანიის Ifop-ის მიერ საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში.
გამოკითხვა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში 2016 წლის 4-დან 9 მარტის ჩათვლით ჩატარდა და მასში 18 წელზე მეტი ასაკის 3092-მა რეპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.