თბილისი, 16 მარტი — Sputnik. „Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების, ჰოლანდიელების, ინგლისელების, ფრანგების, გერმანელებისა და იტალიელების დაახლოებით მესამედი მიიჩნევს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. გამოკითხვა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის შეკვეთით კვლევითმა კომპანია Populus-მა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ჩაატარა, ხოლო უმსხვილესმა ფრანგულმა კომპანია Ifop-მა — საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში.
პასუხად კითხვაზე, „მიიჩნევთ თუ არა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია“, იტალიის მოსახლეობის 39% და გერმანიის 37% დარწმუნებულია, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ეს პროცენტული მაჩვენებელი, შესაბამისად, 33% და 32%-ია. აშშ-სა და საფრანგეთში იმ ადამიანების წილი, ვინც ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს, 26%-ია, ამავე დროს, აშშ-ში პასუხი „არ ვიცი“ ყველაზე მაღალია — 42%.
გამოკითხვა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში მსხვილმა კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის 4-დან 9 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა.
გამოკითხვაში მონაწილეობდა 18 წელს ზევით ასაკის 3092 რესპონდენტი: 1004 — ნიდერლანდებში, 1085 — დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში და 1003 — აშშ-ში. შერჩეული რესპონდენტები სქესის, ასაკისა და გეოგრაფიული მდებარეობის განაწილების მიხედვით იყვნენ შერჩეული. საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში გამოკითხვა 2016 წლის 8-10 მარტს საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობდა 18 წლის ასაკს ზევით 3001 რესპონდენტი: 1005 – საფრანგეთში, 1002 — გერმანიაში და 994 — იტალიაში. შერჩეული რესპონდენტები სქესის, ასაკისა და გეოგრაფიული მდებარეობის განაწილების მიხედვით იყვნენ შერჩეული. კვლევის ცდომილება არ აღემატება 3,1%–ს 95%–იანი ალბათობით.
ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:
საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი დაIfop-ი. პროექტ „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ-პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.