საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე უკვე შეხვდა სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის, თეთრი სახლის, სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებს.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველო გახდა დემოკრატიული ქვეყანა განვითარებული ეკონომიკით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით აშშ-ში 14 მარტს გაემგზავრა.

„დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში საქართველო გახდა დემოკრატიული ქვეყანა ღია და კონკურენტუნარიანი ეკონომიკით. ხოლო ყველაზე დიდი ემოციური მიღწევა ქართველი ხალხისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერაა. ის უკვე გვაძლევს შედეგებს — ეკონომიკურ ინტეგრაციასა და უვიზო რეჟიმს“, — განაცხადა ჯანელიძემ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შეხვედრა ვაშინგტონში მიხეილ ჯანელიძესა და ჯონ კერის შორის - Sputnik საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ივნისის დასაწყისში თბილისს ეწვევა

ვიზიტის მსვლელობისას, რომელიც 19 მარტს დასრულდება, ჯანელიძე უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის, თეთრი სახლის, სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ქართველმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა აშშ-ის ანალიტიკურ ცენტრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე, საქართველოს ინტეგრაციაზე ნატოსა და ევროკავშირში. ჯანელიძემ ამერიკულ მხარეს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერეს ასოციირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა. დოკუმენტი რატიფიცირებულია ევროკავშირის ყველა ქვეყნის, საქართველოს და ევროპარლამენტის მიერ.

ყველა ახალი ამბავი
0