აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ივნისის დასაწყისში თბილისს ეწვევა

© საგარეო საქმეთა სამინისტროშეხვედრა ვაშინგტონში მიხეილ ჯანელიძესა და ჯონ კერის შორის
შეხვედრა ვაშინგტონში მიხეილ ჯანელიძესა და ჯონ კერის შორის - Sputnik საქართველო
გამოწერა
განცხადება ამის შესახებ ჯონ კერიმ ვაშინგტონში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას გააკეთა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ივნისის დასაწყისში თბილისში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ჯონ კერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ვაპირებ საქართველოს მონახულებას, სავარაუდოდ, ივნისში. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობარია და მინდა ქართველებს გარკვევით ვუთხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“, —  თქვა ჯონ კერიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე. მისი თქმით, „ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ძალისხმევას, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატებთან, ისე ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს“.

ჯონ კერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ წვლილისთვის, რასაც საქართველო ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებისა და ტერორიზმთან ბრძოლაში იღებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივი იქნება გიმასპინძლოთ საქართველოში, მით უფრო მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ. ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მადლობას მოგახსენებთ თბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისთვის“, — განაცხადა შეხვედრისას მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ვაშინგტონში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0