თბილისი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმებას არ გეგმავს

გამოწერა
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმება რუს დეპუტატებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებას გაუადვილებდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმების საკითხს არ განიხილავს, განაცხადა ხუთშაბათს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მანამდე, ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში განაცხადა, რომ რუსი დეპუტატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, რომელიც საქართველოში ზაფხულში ჩატარდება, თუმცა მათ სჭირდებათ უსაფრთხოებისა და კიდევ იმის გარანტიები, რომ „ოკუპაციის შესახებ“ მოქმედი კანონი დეპუტატებს პრობლემებს არ შეუქმნის. კარასინმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას ეს კანონი გაეუქმებინა.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი საქართველოსთვის ვიზებს ვერ გააუქმებს

„აუცილებლად გვჭირდება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც ამ ტერიტორიებზე ადამიანების შესვლასა და გამოსვლას არეგულირებს, ასევე მრავალ სხვა საკითხსაც — თქვენთვის ცნობილია, რომ ეს კანონი სხვა თემებსაც ეხება. 2012 წლიდან ამ კანონის გაუქმების საკითხი არც ერთი პრემიერ-მინისტრის დროს არ განხილულა“, — განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.

მან დაამატა, რომ განიხილებოდა კანონში ისეთი ნორმების შეტანის შესაძლებლობა, რომლებიც შერეულ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ოჯახებს ცხოვრებას გაუმარტივებდა.

წულუკიანის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობა ამჟამად ზოგიერთ, არაპოლიტიკურ საკითხზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეებთან თანამშრომლობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეებმა გაცვალეს პატიმრები, ასევე ცვლიან საარქივო დოკუმენტებს.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საპასუხოდ გამოაცხადა.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე ამ ტერიტორიებზე შესვლა უკანონობაა და ისჯება ან დიდი ფულადი ჯარიმით, ან ოთხ წლამდე ვადით პატიმრობით.

მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში ჩატარებას ქვეყნის ისტორიის ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მოვლენა, ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება უწოდა, რომელშიც მონაწილეობას ეუთოს 57 საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0