საქართველოში ყველაზე მაღალი კომპლექსის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება

გამოწერა
43-სართულიან Porta Batumi Tower-ის მშენებლობას თურქული კომპანია System Construction-ი ახორციელებს, კომპლექსი მსოფლიო დონის პროექტით შენდება.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მაღალი სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის „პორტა თაუერის“ მშენებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა დაათვალიერა, იუწყება პრემიერის პრეს-სამსახური.

ეს არის ერთ-ერთი ავანგარდული პროექტი და ყველაზე მაღალი სასტუმრო–საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში. თავისი დიზაინითა და კონსტრუქციით „პორტა თაუერი" მსოფლიო დონის პროექტია, რომელიც შენდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

Axis Towers–ის პროექტი - Sputnik საქართველო
თბილისში ტყუპი ცათამბჯენების მშენებლობა განახლდა

ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის „პორტა თაუერის“ მშენებლობა 2013 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტის ღირებულება 70 მლნ დოლარია.

„პორტა თაუერი" აღჭურვილია სხვადასხვა ზომის სტუდიოს ტიპისა და ორ-სამ-ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით, ასევე ზღვისა და მთის ხედის მქონე 12 პენტჰაუსით.

გარდა საცხოვრებელი კომპლექსისა, „პორტა თაუერი" შედგება რამდენიმე შენობისგან. მიწისქვეშა დონეზე განთავსებულია ორსართულიანი ავტოსადგომი მაცხოვრებელთათვის. ნულოვან სართულზე მოთავსებულია 12 სავაჭრო ფართი. კომპლექსში აგრეთვე მოთავსდება 100-ნომრიანი სასტუმრო ტერასის რესტორნით და ფიტნეს-სპა ცენტრით. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია კაფე-ბარი და საოფისე ფართების მოწყობა.

კომპლექსს წამყვანი თურქული კომპანია System Construction აშენებს, რომლის მიერ აშენებულ ობიექტები სპარსეთის ყურიდან რუსეთამდე ტერიტორიებზეა განლაგებული.

ყველა ახალი ამბავი
0