თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ბათუმში 170 საწოლზე გათვლილი ახალი მრავალპროფილიანი რესპუბლიკური საავდმყოფო გაიხსნება, იუწყება ოთხშაბათს საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ახალ საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს."საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი, ის რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
ახალი საავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით (9 მილიონ დოლარზე მეტი) დაფინანსდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფუძის მოწყობის სამუშაოები. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება.
მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება 2018 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.