საქართველო რუსეთს კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში დარჩენისაკენ მოუწოდებს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ტერიტორიული მთლიანობა არის ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილი ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას. სწორედ ამ პრინციპის დაცვისკენ და აქედან გამომდინარე კონსტრუქციულ რეჟიმში დარჩენისაკენ მოუწოდებს საქართველო რუსეთის ფედერაციას, — განაცხადად ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ. 

„ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის აშკარა ზრდაა, რომელიც ისმის თბილისშიც და საერთაშორისო არენაზეც… ყველაზე საწყენი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის ისაა, რომ ამაზე ოფიციალური წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მინისტრები და პრეზიდენტიც კი ლაპარაკობს“, — უთხრა კარასინმა ჟურნალისტებს პრაღაში. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საქართველოსა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა არ მზადდება

„ნორმალური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები… უპირველესად გულისხმობს ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემას და სხვა საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. საქართველო სწორედაც რომ ისწრაფვის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ და მაქსიმალურ ძალისხმევას ახმარს ნებისმიერი უმწვავესი საკითხის მოლაპარაკების ფორმატში გადაჭრას, თუმცა აქვე მინდა დავძინო, რომ ეს მიდგომა და ჩვენი რაციონალიზმი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რაიმე სახით შეგუებას ოკუპაციასთან და ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას“, — უთხრა ფხალაძემ ჟურნალისტებს. 

მისი განცხადებით,  თუ საუბარია საქართველოს სტარტეგიულ არჩევანზე, ეს არჩევანი საქართველოს კარგა ხანია გაკეთებული აქვს და არ შეიცვლება, ხოლო თუ საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე, ეს არის საქართველოს საშინაო საქმე, ქართველი ხალხის სუვერენული ნება და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ ნების და არჩევანის დაცვისთვის. 


ყველა ახალი ამბავი
0