თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეფორმირებას საჭიროებენ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განახცადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
სიტუაცია უნივერსიტეტში 15 მარტის შემდეგ დაიძაბა, მის მერე, რაც სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები რექტორ ვლადიმერ პაპავას კაბინეტში შეიჭრნენ, რომლის გადადგომასაც მოითხოვენ ისინი.
სწორედ ამის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შექმნილ სიტუაციაში გარკვევა სანიკიძეს დაავალა, განათლების სამინისტრომ ვერაფერს ვერ მიაღწია და სტუდენტთა პროტესტი გრძელდება.
„ სტუდენტთა აზრი უნდა გავითვალისწინოთ იმ რეფორმებში, რომლებიც არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი ოთხ პუნქტიანი გეგმისა. როგორც უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს რეფორმებს და მე ერთის მხრივ ვიზიარებ სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილების მიღება,მინდა მივმართო ახალგაზრდებს თხოვნით მოგვცენ დრო იმ ცვლილებების მოსამზადებლად, რომლებსაც ისინი მოითხოვენ“,-დასძინა კვირიკაშვილმა.
ამჟამად პროტესტის აქციები გრძელდება. ისინი, ვინც გაფრინდაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ, რომელსაც სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებდნენ, მოითხოვენ უმაღლესის თვითმმართველობის წარმომადგენლების ფუნქციების გაუქმებას. თვითმმართბელობის წარმომადგენლები კი, თავის მხრივ, რექტორის გადადგომას მოითხოვენ. ამის პასუხად რექტორის მხარდასაჭერად, რამდენიმე პროფესორმაც შიმშილობა დაიწყო.