საქართველო განათლების გერმანულ მოდელზე გადავა

გამოწერა
მთავრობა განათლების სფეროში ასიგნებების გადანაწილებასა და რესურსის იმ მიმართულებით გადამისამართებას გეგმავს, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვისაა აუცილებელი.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება იმ სპეციალობების სტუდენტების დაფინანსებას გეგმავს, რომლებზეც მომავალში მოთხოვნა იქნება, — განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 
იმისათვის, რომ პროფესიულ განათლებას ყურადღება გამახვილდეს, საქართველოში შესაბამისი რეფორმა ჩატარდება, რომელიც განათლების გერმანულ მოდელზე გადასვლას გულისხმობს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა საქართველოს პრიორიტეტებზე ისაუბრა

„სახელმწიფო რესურსები გადანაწილდება იმასთან შესაბამისად, რა მოთხოვნები იარსებებს ხუთწლიან პერსპექტივაში. გამოთავისუფლებული რესურსები გადანაწილდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინსტიტუტებზე — საჯარო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობით“, — ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე.

კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანაში იზრდება პოტენციურ უმუშევართა რაოდენობა, ვინაიდან დღეს პოპულარული სპეციალობებით სამუშაო ადგილების უკმარისობა შეიმჩნევა.

„ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ ხუთჯერ და ათჯერ იმაზე მეტ ბანკირს, ვიდრე ეს რეალურად ესაჭიროება საბანკო სექტორს. ასეთივე ვითარებაა იურიდიული და საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით… ჩვენ არ გვყავს ვეტერინარები, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის სფეროების ტექნოლოგები, და ეს იმ დროს, როცა ბიზნესმენები მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ მეცხოველეობაში“, — თქვა მან.

პრემიერის თქმით, ბიზნესმენებს საკუთარი ხარჯებით უწევთ კადრების ევროპაში გაგზავნა გადასამზადებლად მაშინ, როცა სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავს იმ ხალხზე, რომლებიც ნამდვილად ვერ დასაქმდებიან და მუშაობის დასაწყებად გადამზადება მოუწევთ.

„ასე აღარ უნდა გაგრძელდეს“, — განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეცვალოს ახალგაზრდობის დამოკიდებულება არამოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებლებისადმი.

ყველა ახალი ამბავი
0