აბაშიძე:კარასინთან შეხვედრა საქმიანი იყო

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა დიპლომატმა კარასინთან შეხვედრის ტონალობას საქმიანი უწოდა და აღნიშნა, რომ რიგ საკითხებში მხარეებმა წინ გადადგეს ნაბიჯი.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პრაღაში შეხვედრაზე რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ორმხრივ ურთიერთობათა რიგი საკითხების განიხილეს. ორი დიპლომატის მორიგი შეხვედრა ოთხშაბათს სასტუმრო „დიპლომატ“-ში შედგა. 

2008 წელს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის ერთადერთ ფორმატს პრაღის შეხვედრები წარმოადგენენ.

„ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ჩვენი შეხვედრის ტონალობა საქმიანი იყო. ჩვენ ყველა საკითხზე საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ, და ზოგიერთზე წინ გადავდგით ნაბიჯი. ეს რუსეთში ჯაშუშობისათვის გასამართლებულ ჩვენ მოქალაქეებს და სავაჭრო ურთიერთობებს ეხება“,-განაცხადა აბაშიძემ ქართველ ჟურნალისტებთან პრაღაში. 

როგორც Sputnik-თან ინტერვიუში ადრე აბაშიძე აცხადებდა, პრაღაში კარასინთან შეხვედრისას, რუსეთში ჯაშუშობისათვის გასამართლებული საქართველოს ყველა მოქალაქის განთავისუფლების მიღწევას გეგმავდა. ამ ადამიანების რაოდენობასა და სავარაუდო განთავისუფლების ვადებზე საუბრისაგან მან თავი შეიკავა.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი საქართველოსთვის ვიზებს ვერ გააუქმებს

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს. ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0