თავდაცვის ყოფილი მინისტრი: საქართველო სპეცსამსახურების მეთოდებით იმართება

© photo: Sputnikირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს „მსგავს საქმეებთან“ კავშირი არა აქვს, მაგრამ უმოქმედობის გამართლება არ შეიძლება.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გავრცელებას, რომელშიც, სავარაუდოდ, ქართველი პოლიტიკოსები ფიგურირებენ, „კაგებეს მეთოდებად“ მიიჩნევს.

Youtube-ზე 11 და 14 მარტს სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერები გამოჩნდა, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. პირველ ჩანაწერში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, დასახელებული იყო ვიდეოზე აღბეჭდილი პოლიტიკოსი, თუმცა ორშაბათს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა აღარ მიუთითა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დაფარა. ის ასევე დაიმუქრა, რომ მალე გამოაქვეყნებს ვიდეოს სხვა ქართველი მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით. 

მამაკაცი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
პროკურატურისთვის უცნობია, რომელ ქვეყანაში აიტვირთა სკანდალური კადრები

„ეს არის „კაგებეს“ მეთოდებით ქვეყნის მართვა. ასე აგრძელებს მუშაობას ხელისუფლების ნაწილი. ღრმად მწამს, რომ ასეთ საქმეებში თავს არ გაიხვევს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ როდესაც ასეთი რამეები კეთდება მის ზურგს უკან, ეს არ ამართლებს უმოქმედობას. უნდა დავინახოთ შედეგი", — განაცხადა მან.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების სქემის გახსნის შესახებ განცხადება გაავრცელა. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ხუთი ადამიანის მიმართ. საუბარია გასული წლის დეკემბრის მოვლენებზე, როდესაც მოქალაქე გელა ღურწკაიამ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელების მიზნით გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორს ელისო კილაძეს მესამე პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები აჩვენა.

სამივე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლით „პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა“.

ყველა ახალი ამბავი
0