თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საგაზაფხულო არდადეგებზე ტურისტებისთვის ყველაზე სასიამოვნო დასვენების ადგილად ბათუმი დასახელდა, იუწყება ტურისტული ვებ-გვერდი Travel.ru.
ტურისტულმა სააგენტომ შეისწავლა, სკოლის საგაზაფხულო არდადეგებზე ძირითადად რომელი მიმართულებით მოგზაურობაზე იყო უფრო მეტი მოთხოვნა.
რეიტინგი 26 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით სასტუმროებში ბავშვებთან ერთად დასასვენებლად შეკვეთილი ჯავშანის მიხედვითაა შედგენილი.
ბათუმთან ერთად ტურისტებისთვის ბავშვებთან ერთად დასვენების საყვარელ ადგილად ფჰუკეტი (ტაილანდი) დასახელდა.