თბილისი, 14 მარტი — Sputnik. თურქულმა სააგენტო IHA-მ სავარაუდო თვითმკვლელი-ტერორისტის სეჰერ ჩაღლა დემირის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ანკარაში ტერაქტი განახორციელა.
ანკარის ცენტრში, თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ ოფისთან დანაღმული ავტომანქანა გუშინ, საღამოს ავტობუსის გაჩერებაზე იმ დროს აფეთქდა, როცა იქ ხალხმრავლობა იყო. დაიღუპა 37 ადამიანი, 125 დაიჭრა, მათგან 19 მძიმე მდგომარეობაშია.
ერთ-ერთ ფოტოზე დემირის თავზე ქურთების დროშის ფერებიანი ბაფთა მოჩანს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემირი ქალაქ ბალიქესირის უნივერსიტეტის ტურიზმისა და სასტუმრო საქმიანობის ფაკულტეტზე სწავლობდა და ოპოზიციური გაზეთის Cumhurriyet-ის თავისუფალი ჟურნალისტი იყო.
ამავე დროს, გამოცემის ახალი ამბების განყოფილების უფროსმა აიშე საიინმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტერორისტი გაზეთში მუშაობდა.
İşte Ankara'yı kana bulayan canlı bomba! https://t.co/iCQvjNu1BR pic.twitter.com/q8au5ltB6h
— İhlas Haber Ajansı (@ihacomtr) 14 марта 2016 г.
მანამდე თურქული მასმედია პოლიციაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ დემირი 2013 წლიდან ქურთების მუშათა პარტიის წევრი იყო. მისი ვინაობა თითების ანაბეჭდებით დადგინდა. მანამდე ის პოლიციის თვალთახედვის არეში ქურთების მუშათა პარტიის წევრობისა და ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდის გამო მოხვდა. მასზე სასამართლოში პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა მისთვის განაჩენის გამოტანა სასამართლომ ვერ მოასწრო.