ერდოღანი: ტერაქტმა გააძლიერა თურქეთის გადაწყვეტილება, ებრძოლოს ტერორიზმს

© AP Photo / Kayhan Ozerტაიპ ერდოღანი
ტაიპ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში მომხდარი ტერაქტი დაგმო და განაცხადა, რომ მომხდარმა ტრაგედიამ გააძლიერა თურქეთის განზრახვა – ებრძოლოს ტერორიზმს, და ეს ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაძლიერდება ტერორიზმის წინააღმდეგ თურქეთის ბრძოლის ძალისხმევა. 

„ვგმობ ანკარაში 13 მარტს მომხდარ ტერაქტს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილებს. რეგიონში არასტაბილურობის გამო ბოლო წლებში თურქეთი ტერორისტთა სამიზნედ იქცა. ტერორისტულმა ორგანიზაციებმა და მათ, ვინც ამ ორგანიზაციებს იყენებს, სამიზნედ აირჩიეს ჩვენი მოქალაქეები და ყველაზე უსინდისო და არამზადულ გზას იყენებენ. ჩვენი განზრახვა, ვებრძოლოთ ტერორიზმს, კიდევ უფრო გაძლიერდება. ეს ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდება და ტერორისტებს დავაჩოქებთ“, — ნათქვამია განცხადებაში რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. 

მეხანძრეები და მაშველები აფეთქების ადგილას ანკარაში - Sputnik საქართველო
ანკარაში ტერაქტს 34 ადამიანი ემსხვერპლა, 125 საავადმყოფოშია მოთავსებული

ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა ხოლო კიდევ 125 დაიჭრა, მათგან 19 მძიმე მდგომარეობაშია. 

დანაღმული ავტომანქანა ადგილობრივი დროით 18:45 საათზე აფეთქდა ავტობუსის გაჩერებაზე თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ ოფისთან ახლოს, დედაქალაქის ცენტრში, იმ დროს, როცა ავტობუსის გაჩერებაზე ხალხმრავლობა იყო.


ყველა ახალი ამბავი
0