ანკარაში ტერაქტს 34 ადამიანი ემსხვერპლა, 125 საავადმყოფოშია მოთავსებული

© REUTERS / STRINGERმეხანძრეები და მაშველები აფეთქების ადგილას ანკარაში
მეხანძრეები და მაშველები აფეთქების ადგილას ანკარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოცდაათი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 გარდაიცვალა საავადმყოფოში. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ გარდაცვლილებს შორის ერთი ან ორი თვითმკვლელი ტერორისტია.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეჰმეთ მუეზინოღლუმ განაცხადა, რომ ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 125 დაიჭრა, მათგან 19 მძიმე მდგომარეობაშია. 

დანაღმული ავტომანქანა ადგილობრივი დროით 18:45 საათზე აფეთქდა ავტობუსის გაჩერებაზე თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ ოფისთან ახლოს, დედაქალაქის ცენტრში, იმ დროს, როცა ავტობუსის გაჩერებაზე ხალხმრავლობა იყო.

 

„ოცდაათი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 გარდაიცვალა საავადმყოფოში. ვვარაუდობთ, რომ გარდაცვლილებს შორის ერთი ან ორი თვითმკვლელი ტერორისტია. დაჭრილია 125 ადამიანი, ისინი განთავსებული არიან 14 საავადმყოფოში, 19 დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია, 7 საოპერაციო მაგიდაზეა“, — განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს ანკარაში. 


ყველა ახალი ამბავი
0