საქართველოში ინტიმური ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების გავრცელების საქმეს იძიებენ

CC0 / Pixabay / ROOKIE23 / ხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნობი პირი Youtube-ზე სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას აგრძელებს, ოღონდ ამ შემთხვევაში მონაწილეების სახეები დაფარულია. ის ასევე იმუქრება, რომ მალე კიდევ რამდენიმე ვიდეოს გამოაქვეყნებს.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ინტერნეტში კიდევ ერთი სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ვიდეოჩანაწერში თითქოსდა ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი მონაწილეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი: სექსი სირცხვილი არ არის

მსგავსი შინაარსის ვიდეო გასულ კვირაში გამოქვეყნდა. მაშინ დასახელდა ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ვიდეოში ჩანდა. თუმცა დღეს უცნობმა პირმა, რომელმაც ვიდეოჩანაწერი Youtube-ზე ატვირთა, პოლიტიკოსის ვინაობა არ დაასახელა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დაფარა. ის ასევე დაიმუქრა, რომ მალე გამოაქვეყნებს რამდენიმე ვიდეოჩანაწერს, სადაც საქართველოს მაღალჩინოსნები და პოპულარული ჟურნალისტი „მონაწილეობენ“.

„დიახ, გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე სავალდებულო და გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება“, — განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა, იუწყება „ნოვოსტი-გრუზია“.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
დეპუტატი: სკანდალური ვიდეოჩანაწერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს არის გადაღებული

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა“.

პირველი ვიდეოჩანაწერი Youtube-ზე პარასკევს, საღამოს გამოქვეყნდა. მაშინ დასახელებული იყო ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

Youtube-მა, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის ქვედანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, ვიდეო რამდენიმე საათის შემდეგ დაბლოკა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ძალოვან უწყებებს საქმის უსწრაფესად გამოძიება დაავალა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლის დაკავებისთვის 1 მილიონი ლარის ჯილდოს დაწესების წინადადებით გამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0