https://sputnik-georgia.com/20160313/230575205.html
დეპუტატი: სკანდალური ვიდეოჩანაწერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს არის გადაღებული
დეპუტატი: სკანდალური ვიდეოჩანაწერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს არის გადაღებული
Sputnik საქართველო
ეს ჩანაწერები ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაკეთებული, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, განაცხადა სესიაშვილმა. 13.03.2016-ს, Sputnik საქართველო
2016-03-13T13:08+0400
2016-03-13T13:08+0400
2021-10-19T15:51+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23020/81/230208108_0:40:1497:887_1920x0_80_0_0_e136e9d2fc250b9d398b2e97aef9e443.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2016
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23020/81/230208108_0:0:1497:940_1920x0_80_0_0_e797bdb6e3b704e608305c9da7ddf25a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, პოლიტიკა, ახალი ამბები, სექს-სკანდალი საქართველოში–2018, საქართველო
საზოგადოება, შემთხვევები, პოლიტიკა, ახალი ამბები, სექს-სკანდალი საქართველოში–2018, საქართველო
დეპუტატი: სკანდალური ვიდეოჩანაწერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს არის გადაღებული
13:08 13.03.2016 (განახლებულია: 15:51 19.10.2021) ეს ჩანაწერები ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაკეთებული, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, განაცხადა სესიაშვილმა.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ფარული ვიდეოჩანაწერი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არის გადაღებული.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პარასკევს ინტერნეტის საშუალებით სექსუალური ხასიათის კადრების გავრცელების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. Youtube-ზე ატვირთული კადრები პორტალზე სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა იმავე დღეს დაბლოკა.
„ზოგიერთს უნდა ეყოს გამბედაობა და თქვას, რომ ეს ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა. ეს ჩანაწერები ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაკეთებული, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, — განაცხადა სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ძალოვან უწყებებს ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტის სასწრაფოდ გამოძიება დაავალა. ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიების მიზნით, გამავრცელებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოს სახით 1 მლნ ლარის დაწესების წინადადებით გამოვიდა.