თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ოდესის ოლქოს გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას კორუფციასთან ბრძოლასა და ქვეყნის პოლიტიკური კლასის გაწმენდაში უკრაინის პრემიერი არსენი იაცენიუკი, სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელი რომან ნასიროვი და ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი უშლიან ხელს.
„ოდესაში იაცენიუკისა და მისი გუნდის, მათ შორის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უფროსის ნასიროვის ჩათვლით, ყოველმხრივი წინააღმდეგობა ძლიერდება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროექტის „ღია საბაჟო სივრცის“ მიმართ. ახლა ამ დაპირისპირებაში აქტიურად ჩაერთო ქალაქის ხელისუფლებაც“, — დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქის თავის გვერდზე.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით შემდეგ კვირაში იძულებული იქნება „ოდესიდან არ გავიდეს, რათა დაიცვას ისეთი საბაჟოს შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კორუფციის ნებისმიერ შესაძლებლობას გამორიცხავს და მოქალაქეებს საბაჟო კონტროლის სწრაფად და ადამიანურ პირობებში გავლის უფლებას დაიცავს“.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდი იძულებული გახდა, გადაეტანა მოძრაობის „გაწმენდისთვის“ ფორუმები 15-16 მარტიდან 20-21 მარტისთვის, რომელიც დნეპროპეტროვსკსა და ზაპოროჟიეში უნდა გამართულიყო, თითქოსდა დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორის კოლომოისკის ჩარევის გამო, „რომელიც ყველფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქალაქების მცხოვრებლებთან შეხვედრა არ მოხერხდეს“.
სააკაშვილის ინიციატივით უკრაინაში ასევე ანტიკორუფციული ფორუმი შეიქმნა. ფორუმის ფარგლებში თავის ერთ-ერთ სიტყვით გამოსვლაში მან კორუფციასთან ბრძოლისთვის არაპარტიული მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხაა. უკრაინელი პოლიტოლოგების განცხადებით, ამ მოძრაობის საფუძველზე შესაძლოა სააკაშვილის პარტია შეიქმნას. საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის რადაში არჩეული არ შეიძლება იყოს, რადგანაც ქვეყანაში ხუთ წელზე ნაკლებია, რაც ცხოვრობს, მან უკრაინის მოქალაქეობა გასულ წელს მიიღო. ამასთან ეს მას ხელს არ უშლის, საარჩევნო კამპანიის სახე გახდეს.