რუსეთი საცხოვრებელ ფართზე ფასების ზრდის ტემპით მსოფლიოში 46-ე ადგილს იკავებს

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიახალი საცხოვრებელი კომპლექსი
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეიტინგის სათავეშია თურქეთი, სადაც საცხოვრებელი ფართის გადასახადი 18,4%-ით გაიზარდა. სიის ბოლოშია უკრაინა - ამ ქვეყანაში ფასები 2015 წელს 12%-ით დაეცა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. რუსეთი, 2015 წელს საცხოვრებელ ფართზე ფასის ზრდის ტემპის მიხედვით, 29-დან 46-ე ადგილზე გადავიდა, აღნიშნულია კომპანია  Knight Frank-ის პრეს-რელიზში.

ფასები საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე რუსეთში გასულ წელს 0,4%-ით დაეცა იმ დროს, როცა მსოფლიოში საშუალოდ 3%-ით გაიზარდა, აღნიშნულია პრეს-რელიზში.

თბილისი - Sputnik საქართველო
ნოემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში 3%–ით გაიზარდა

რეიტინგის სათავეშია თურქეთი, სადაც საცხოვრებელი ფართი ერთ წელიწადში 18,4%-ით გაიზარდა. „ინვესტორები ახლო აღმოსავლეთიდან თურქეთს საკუთარი სახსრების დასაბანდებლად „წყნარ ნავსაყუდელად“ მიიჩნევენ“, — ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში.

რეიტინგის ბოლო ადგილზეა უკრაინა — საცხოვრებელზე ფასი ამ ქვეყანაში 2015 წელს 12%-ით დაეცა.


ყველა ახალი ამბავი
0