ნოემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში 3%–ით გაიზარდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველადი უძრავი ქონების ბაზარი საანგარიშო პერიოდში, 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, 19,6%–ით გაიზარდა, 2015 წლის ნოემბერში პირველადი რეგისტრაციული ტრანზაქციების რაოდენობამ კი 8 288 ერთეული შეადგინა.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. 2015 წლის ნოემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე რეგისტრაციული ტრანზაქციების რაოდენობამ 44 123 ერთეული შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიიოდთან შედარებით 3%–ით მეტია და 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით – 5,1%–ით ნაკლები, იუწყება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 

ბათუმი. Orbi Beach Tower - Sputnik საქართველო
IFC თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი ბინების მშენებლობას უწყობს ხელს

პირველადი უძრავი ქონების ბაზარი საანგარიშო პერიოდში, 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, 19,6%–ით გაიზარდა, ხოლო მეორადი უძრავი ქონების ბაზარი 0,3%–ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში მეორადი უძრავი ქონების ბაზარი, 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით, 3%–ით შემცირდა, ხოლო პირველადი უძრავი ქონების ბაზარი – 13,3%–ით.

2015 წლის ნოემბერში პირველადი რეგისტრაციული ტრანზაქციების რაოდენობამ 8 288 ერთეული შეადგინა, ხოლო მეორადი რეგისტრაციული ტრანზაქციების რაოდენობამ – 35 835 ერთეული.

რაც შეეხება პირველადი და მეორადი რეგისტრაციული ტრანზაქციების თანაფარდობას, საანგარიშო პერიოდში მეორადი რეგისტრაციული ტრანზაქციების წილი 81,2%–ია, ხოლო პირველადი რეგისტრაციული ტრანზაქციების – 18,8%.


ყველა ახალი ამბავი
0