თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) ევროპის ჩემპიონატზე რიგაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბოლქვაძემ ლატვიელ ნიკიტა მასიუკს სძლია — 6:4.
საქართველოს ნაკრებისთვის კონტინენტის ამჟამინდელ პირველობაზე ეს მეშვიდე მედალი გახდა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველებმა ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვეს.
კვირას, დასკვნით დღეს ევროპის ჩემპიონატზე ჯილდოების ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს წარადგენენ: მინდია წულუკიძე (71 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), ნიკოლოზ კელასოვი (80 კგ) და რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ).