ბოევიკებმა სირიის საჰაერო ძალების МиГ-21 ჩამოაგდეს, პილოტი კატაპულტირებისას მოკლეს

© photo: Sputnik / Владимир Первенцев / გადასვლა მედიაბანკშიგამანადგურებელი მიგ-21
გამანადგურებელი მიგ-21 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადარჩენილი მფრინავი კატაპულტირების შემდეგ ასადის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა. მეორე პილოტი გამანადგურებლის ჰამას სამხედრო აეროდრომზე საგანგებო დაშვებას შეეცადა, რაც წარუმატებლად დასრულდა, მფრინავი დაიღუპა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. შეიარაღებულმა ბოევიკებმა ჰამას პროვინციის აეროდრომთან ახლოს სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი МиГ-21 ჩამოაგდეს, ხოლო მისი პილოტი პარაშუტით დაშვებისას მოკლეს, აცნობა სააგენტო Sputnik-ს სირიელმა სამხედრო წყარომ.

„სირიის სამხედრო თვითმფრინავი МиГ-21 ჰამას სამხედრო აეროდრომთან ახლოს ჩამოაგდეს“, — განუცხადა წყარომ სააგენტოს.

მისი თქმით, პილოტმა კატაპულტირება შეძლო, მაგრამ მას ხმელეთიდან ცეცხლი გაუხსნეს. „ბოევიკებმა პილოტს ცეცხლი გაუხსნეს, როცა პარაშუტით ეშვებოდა და ის დაიღუპა“, — აღნიშნა სამხედრო მოსამსახურემ.

საბრძოლო თვითმფრინავი Су-24 - Sputnik საქართველო
სირიაში ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტებმა კატაპულტირება შეძლეს

ჰამას პროვინციაში სირიის სამთავრობო ჯარებსა და „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ტერორისტებს შორის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ დაჯგუფებებზე სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ ვრცელდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს ჰამას პროვინციაში სირიის არმიამ „ჯებჰათ ან-ნუსრას“ 70-ზე მეტი ბოევიკი, ასევე საბრძოლო შეიარაღებით სავსე ოთხი ავტომობილი და ერთი დაჯავშნული მანქანა გაანადგურა.

სირიაში, სადაც კონფლიქტი ოფიციალურ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2011 წლიდან გრძელდება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 თებერვალს ამოქმედდა. ზავი არ ვრცელდება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ჯებჰათ ან-ნუსრაზე“, ასევე ზოგიერთ სხვა ორგანიზაციაზე, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭომ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარა. 


ყველა ახალი ამბავი
0