სირიაში ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტებმა კატაპულტირება შეძლეს

© photo: Sputnik / Денис Евстафьев / გადასვლა მედიაბანკშისაბრძოლო თვითმფრინავი Су-24
საბრძოლო თვითმფრინავი Су-24 - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სირიის ტერიტორიაზე, რუსული თვითმფრინავი სუ–24 ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. სირიაში რუსული თვითმფრინავი სუ–24 ჩამოვარდა, რაც, სავარაუდოდ, დედამიწიდან ცეცხლის გახსნამ გამოიწვია, — იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

„დღეს სირიის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დედამიწიდან ცეცხლის გახსნის შედეგად, რუსეთის ავიაჯგუფის თვითმფრინავი სუ–24 ჩამოვარდა“, — აცხადებს სამხედრო უწყება.

„რა ბედი ეწიათ მფრინავებს, დგინდება. წინასწარი მონაცემებით, პილოტებმა კატაპულტირება შეძლეს“, — დასძინეს სამინისტროში.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ Ulusal–ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩამოვარდნილი ბომბდამშენის ნაწილებმა თურქეთის ორი მოქალაქე დააშავა. ისინი ხათაის პროვინციის მკვიდრნი აღმოჩნდნენ.

თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ფრენის განმავლობაში თვითმფრინავი მხოლოდ სირიის თავზე იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0