გავრცელებული ვიდეოკადრების საქმეზე პროკურატურაში ჟურნალისტები დაკითხეს

© public domainპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები მას"ფეისბუქის" გვერდზე თავად იმ პოლიტიკოსის სახელით შექმნილი აკაუნტიდან დაუდეს, ვისაც ჩანაწერი ეხება.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავარ პროკურატურაში ის ჟურნალისტები დაკითხეს, რომლებიც ერთ–ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრები სოცლიალური ქსელის საშუალებით მიიღეს.  

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი პირობას დებს, რომ „საშინელი ჩანაწერები“ ერთხელ და სამუდამოდ გაქრება

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პარასკევს ინტერნეტის საშუალებით სექსუალური ხასიათის კადრების გავრცელების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.Youtube-ზე კადრები პარასკევს საღამოს  აიტვირთა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პორტალზე გავრცელებული ვიდეოჩანაწერი გუშინვე დაბლოკა. 

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტის მაკა რაზმაძის განცხადებით, მან პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალური ქსელში პირადი შეტყობინების სახით მიიღო.

„ეს ვიდეომასალა ჯერ პირად შეტყობინებებში ჩამიგდეს და შემდეგ როცა არ მივაქციე ყურადღება, „ფეისბუქის“ ჩემს პირად გვერდზე ამიტვირთეს“, — აღნიშნა მაკა რაზმაძემ.

პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა. როგორც მან განმარტა, მას ვიდეომასალა „ფეისბუქის“ გვერდზე თავად იმ პოლიტიკოსის სახელით შექმნილი აკაუნტიდან დაუდეს, ვისაც ჩანაწერი ეხება. 

„არა აქვს მნიშვნელობა ვის ეხება ვიდეომასალა. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და შევეწინააღმდეგოთ ამას, რათა სამუდამოდ დასრულდეს ამაზე საუბარი“, — განაცხადა ნინო ჯღარკავამ.

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალიტების ნებართვით უკვე შეისწავლა მათი სოციალურ ქსელში მათი პროფილები.


ყველა ახალი ამბავი
0