არასამთავრობოები ვიდეოკადრების გავრცელებას მშვიდობიანი მსვლელობით გააპროტესტებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმაიდანი
მაიდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლებას ვიდეოკადრების გამავრცელებლის ვინაობის დადგენა არ გაუჭირდება, რამდენადაც ყველამ იცის, რომ მასამა შსს-ში ინახებოდა და მასზე წვდომა ყველას არ ჰქონდა, მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას მშვიდობიანი მსვლელობით 19 მარტს, შაბათს, 19:00 სთ-ზე გააპროტესტებენ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პარასკევს ინტერნეტის საშუალებით სექსუალური ხასიათის კადრების გავრცელების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.Youtube-ზე კადრები პარასკევს საღამოს  იატვირთა, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს შეეხებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პორტალზე გავრცელებული ვიდეოჩანაწერი გუშინვე დაბლოკა. 

ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
პირადი ცხოვრების კადრების გამავრცელებელზე ინფორმაციაში შეიძლება მილიონი გადაიხადონ

„ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა მცირე ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება, ეს არის მოქმედება რომელიც პირდაპირ ემუქრება ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების პერსპექტივას ამ ქვეყანაში „–განაცხადა საიას თავმჯდომარემ  ანა ნაცვლიშვილმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში ნინო ლომჯარია მიიჩნევს რომ ხელისუფლებას არ უნდა გაუჭირდეს იმ პირის ვინაობის დადგენა, ვინც ეს კადრები გაავრცელა, რადგან ყველამ იცის რომ ეს მასალა შსს–ში ინახებოდა და შესაბამისად,  მასზე წვდომა ყველას არ ჰქონდა.

„გამვრცელებლის შესახებ ინფორმაციაზე ჯილდოს დაწესება სერიოზული არ არის.ყველამ ვიცით რომ ეს მასალა არის ვიწრო წრიდან გავრცელებული და მისი იდენტიფიცირებაც არ უნდა იყოს რთული. უბრალოდ ამ შემთხვევაში ადმეიანებს ვინც დღესაც ამ სისტემაში მუშაობენ მოუწევთ ხელი საკუთარი თავისკენ გაიშვირონ. რამცენად არის მზად საქართველოს ხელისუფლება საკუთარ რიგებში ეძებოს ეს ადამიანი, ამას ალბათ მომავალი დაგვანახებს. “–განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0