მშვენიერი ქალბატონები – სხვადასხვა ქვეყნის პირველი ლედის ხმაურიანი ისტორიები

© photo: Sputnik / Михаил Климентьев / გადასვლა მედიაბანკშიმიშელ ობამა
მიშელ ობამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას გაუგონარი სითამამე, სააკაშვილის მეუღლესთან „შავი კოლგოტების“ დაპირისპირება და კატარის მესამე ემირის მეორე ცოლის მოზა ბინტ ნასერის სითამამე - „რია ნოვოსტის“ მასალაში.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მეუღლის განცხადებამ ჰარემების შესახებ ინტერნეტ-სივრცეში ნეგატიური ვნებათაღლვა გამოიწვია. სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი ლედი არაერთხელ აღმოჩენილა რეზონანსული მოვლენების ყურადღების ცენტრში. ხუთი ხმაურიანი ისტორია, რომლის გმირებიც ბარაკ ობამას, პეტრო პოროშენკოს, მიხეილ სააკაშვილის, ფრანსუა ოლანდისა და კატარის მესამე ემირის ხამად ბენ ხალიფი ალ თანის მეუღლეები არიან — იხილეთ „რია ნოვოსტის“ მასალაში.

ფამილარობა მის უდიდებულესობასთან

აშშ–ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლემ მიშელ ობამამ 2009 წელს დიდი ბრიტანეთის მონარქისადმი — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის დედოფალ ელისაბედ II-სადმი მიმართვისას საკუთარ თავს გაუგონარი სითამამის უფლება მისცა. მონარქიის პროტოკოლისგან გადახვევა „დიდი ოცეულის“ ლიდერების საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაზე მოხდა — მიშელ ობამა მის უდიდებულესობასთან საუბრისას დედოფალს მხრებზე ოდნავ მოეხვია, თუმცა, დედოფალი მას მყისვე გაერიდა. დიდ ბრიტანეთში მიშელ ობამას „მეგობრული ჟესტი“, რა თქმა უნდა, ვერ გაიგეს — ისტორიას ინტერნეტ-მომხმარებლები და საინფორმაციო საშუალებები დიდხანს განიხილავდნენ.

„ამ შემთხვევაში ეტიკეტი საკმაოდ მკაცრია — გააკეთე რაც გინდა, მხოლოდ დედოფალს არ შეეხო“, — ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალმა Time-მა ბუკინჰემის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. სხვათა შორის, პირველად თავად დედოფალი მოეხვია მიშელს, თუმცა, ხომ გაგიგონიათ — რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ეტიკეტის წესებით, მსგავსი ჟესტი — ეს მონარქების პრივილეგიაა და მასზე შეხებით პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მონარქი თავად გამოგიწვდით ხელს. 

მშობლიური მხარდაჭერა

მარინა პოროშენკო — უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მეუღლე და ოთხი შვილის დედაა. ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს, მიხეილს 2014 წლის აგვისტოში ერთი ისტორია შეემთხვა, რომელსაც უკრაინულ ბლოგოსფეროში დიდხანს განიხილავდნენ. როდესაც სოფიის ტაძარში უკრაინაში მშვიდობისთვის წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა, ბავშვი უჰაერობისგან ცუდად გახდა და გონება დაკარგა. საზოგადოება არა იმდენად ინციდენტს, არამედ დედის რეაქციას განიხილავდა: სანამ გონებას დაკარგავდა, ბავშვი შეეცადა დედისთვის ხელი ჩაევლო, რათა არ წაქცეულიყო, თუმცა მარინა პოროშენკომ ბავშვი უკანა მხარეს „გადააწოდა“, რა დროსაც ის უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ხელებში აღმოჩნდა. 

„შავი კოლგოტების ბატალიონი“ თბილისში „უცხოს“ წინააღმდეგ

2005 წელს საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან — როდესაც მთავრობის სახლის წინ დემონსტრაციის დარბევას ათულობით სიცოცხლე შეეწირა — მე-16 წელი აღნიშნეს. 9 აპრილის მემორიალურ დაფასთან ინციდენტი მოხდა, რომლის მთავარი გმირები იმ პერიოდში ყოფილი და მოქმედი პირველი ლედი — ზვიად გამსახურდიას ქვრივი მანანა გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი აღმოჩნდნენ. 

ამ დროს გამოჩნდა ე.წ. „შავი კოლგოტების ბატალიონი“ — გამსახურდიას მომხრეები, რომლებიც ექს-პრეზიდენტის ქვრივს ახლდნენ თან. როდესაც სანდრა რულოვსი მემორიალისკენ გაემართა დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, მას გზა 30-მდე ქალმა გადაუღობა, რომლებიც შეეცადნენ სააკაშვილის მეუღლისთვის მემორიალთან მიახლოების საშუალება არ მიეცათ. ისინი სკანდირებდნენ — „წადი!“. ვითარების განმუხტვა პოლიციამ შეძლო. 

© IGOR ZAREMBOსანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
სანდრა რულოვსი

არაფერი პირადული, მხოლოდ პოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სამოქალაქო მეუღლე ვალერი ტრიერვეილერს თავიდან გაუჭირდა იმ მოვალეობებისა და ვალდებულებების გაცნობიერება და შეგუება, რასაც პირველი ლედის სტატუსი მოიცავს. 2012 წლის ოქტომბერში ტრიერვეილერმა სოციალისტ ოლივიე ფალორნის მხარდასაჭერად, რომელსაც ლა-როშელის ოლქის პირველ პირად გახდომა სურდა, განცხადება გამოაქვეყნა. უსიამოვნო ეს ისტორია იმით იქცა, რომ ფალორნი არჩევნებში ოლანდის ყოფილ მეგობარ ქალს და ოთხი შვილის დედას დაუპირისპირდა. 

რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და მისი მეუღლე ემინე - Sputnik საქართველო
თურქეთის პირველმა ლედიმ ოსმანთა იმპერიის სულთნების ჰარემებს ცხოვრების სკოლა უწოდა

ფრანგულმა მედიამ ვალერი ტრიერვეილერის ამ საქციელს ეჭვიანობა უწოდა, პოლიტიკოსებმა კი მას თავშეკავებისკენ მოუწოდეს. პრეზიდენტის სამოქალაქო მეუღლემ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

კატარის პირველმა ლედიმ ჩადრი მოიხსნა

2002 წელს კატარის მესამე ემირის მეუღლემ — მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედმა საზოგადოებაში სახე გამოაჩინა, რითიც ისლამის აღთქმა დაარღვია. არაბულ ქვეყნებში რელიგიური ეტიკეტი ქალებისგან საზოგადოებაში გრძელ კაბებსა და ჩადრებში, ასევე შავ ხელთათმანებსა და წინდებში გამოჩენას ითვალისწინებს.

კატარის პირველი ლედის ეპატაჟურმა ნაბიჯმა იქ, სადაც ისლამის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მიმდინარეობას ვაჰაბიზმს აღიარებენ, ასაკოვან ადამიანებში უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, კატარის ემირის მეუღლის ეს საქციელი ახალგაზრდებმა მოიწონეს. ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ საზოგადოებაში ჩადრის გარეშე ქალების გამოჩენა არაბეთის ყურის ქვეყნების (საუდის არაბეთის გარდა) ქალთა უმეტესობისთვის წარსულს ჩაბარდა, თუმცა, ეს წესი სახელმწიფო პირების მეუღლეებთან მიმართებით კვლავ ძალაში რჩებოდა.


ყველა ახალი ამბავი
0