თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტის მეუღლემ ემინე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ისტორიაში ოსმანთა იმპერიის სულთანთა ჰარემებმა დადებითი როლი შეასრულა, ვინაიდან ეს ცხოვრების სკოლა იყო და განათლებასაც იძლეოდა.
„როცა ხელოვნების ნიმუშებს ვეცნობით, მათში ხშირად ვხვდებით ხელისუფლებისა და სიამოვნების წყურვილით შეპყრობილ ქალებს. იმავდროულად ჰარემები იყო ცხოვრების სკოლა ქალებისთვის. ეს იყო კერა, სადაც ისინი ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ, განათლებას იღებდნენ და ქველმოქმედებას ეწეოდნენ. ყველაფერ ამას სულთნების დედები ხელმძღვანელობდნენ“, — განაცხადა თურქეთის პირველმა ქალბატონმა კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაც იყო „სულთანთა დედები, რომლებმაც ჩვენ ისტორიაში კვალი დატოვეს“.
ემინე ერდოღანის ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, უპირატესად, ქალების მხრიდან. ისინი წერენ, რომ ჰარემებში განათლების მიღებაზე საუბარი ძალიან უცნაურია, ვინაიდან იქ არასდროს ყოფილა წიგნები.