თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 14 მარტს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება, სადაც მაღალი დონის რიგ შეხვედრებს გამართავს, განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
ვიზიტის მსვლელობისას, რომელიც 18 მარტს დასრულდება, დაგეგმილია ჯანელიძის შეხვედრები აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
კერძოდ, ჯანელიძე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის, თეთრი სახლის, სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებს.
„ის სიტყვით გამოვა აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოზე“, — განაცხადა ზალკალიანმა უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
გარდა ამისა, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები აშშ-ის ანალიტიკურ ცენტრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.