მიხეილ ჯანელიძემ და ილჰამ ალიევმა პერსპექტივებზე იმსჯელეს

© МИД Грузииმიხეილ ჯანელიძე და ილჰამ ალიევი
მიხეილ ჯანელიძე და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეკონომიკურ თანამშრომლობაში მზარდი პოტენციალის რეალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორი ქვეყნის ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
საქართველო და აზერბაიჯანი თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებენ

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის არსებულ მზარდ პოტენციალზე და აგრეთვე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

განსაკუთრებით აღინიშნა ბაქო-სუფსის პროექტის ინაუგურაციის 20 წლისთავი, რომელიც წელს აღინიშნება. მხარეებმა კიდევ ერთხელ დადასტურეს ამ პროექტის მნიშვნელობა, რომელმაც საფუძველი დაუდო ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას და მათ ჩართულობას გლობალურ პროექტებში.

მიხეილ ჯანელიძე, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ არტურ რას–ზადესთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან.

ყველა ახალი ამბავი
0