საქართველო და აზერბაიჯანი თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებენ

© facebook.com/mfageorgiaგიორგი მარგველაშვილი და ილჰამ ალიევი
გიორგი მარგველაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა და ილჰამ ალიევმა დავოსის ფორუმის ფარგლებში ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
 შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი, აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

2015 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა შორის მეორე ადგილზეა. ამ პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ აზერბაიჯანთან 725,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდთან შედარებით 33%-ით ნაკლებია.

აზერბაიჯანთან საერთო-სავაჭრო ბრუნვამ საქართველოს საერთო-სავაჭრო ბრუნვის საერთო მოცულობის 8,2%-ს შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0