თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს ჩემპიონატის XX ტურის მატჩები ფეხბურთში სამ დღეზეა განაწილებული. პირველი თამაში პარასკევს გაიმართება, კიდევ ორი — შაბათს, ხოლო შეხვედრების ძირითადი ნაწილი კვირას ჩატარდება.
სხვადასხვა ამოცანები
თბილისშისაანგარიშო ტური იღებს სტარტს, სადაც ადგილობრივი „ლოკომოტივი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს. ჩემპიონატის დარჩენილ მესამედში გუნდები დიამეტრულად საწინააღმდეგო ამოცანებს ისახავენ მიზნად: დედაქალაქის კლუბს პირველ ლიგაში გადასვლის თავიდან არიდება უნდა, ხოლო „ბოლნისი“ შემდეგ სეზონში ევროთასის გათამაშებაში ადგილის მოპოვებას მთელი თავისი ძალებით ეცდება.
დღევანდელ მატჩში სტუმრებს ქულების შევსების არცთუ ცუდი შანსი აქვთ. „სიონს“ ჩემპიონატის განახლების შემდეგ ჯერ არ წაუგია მაშინ, როდესაც „რკინიგზელებმა სულ ორი ქულა მოაგროვეს. ამასთან, ჟერარდ სარაგოსას გუნდმა ზედიზედ რვა ტურში წააგო, რაც ბოლნისელ სტუმრებს დამატებით თავდაჯერებულობას აძლევს.
„დილა“ მეორე ადგილისთვის იბრძვის
საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა ჩემპიონმა გორის „დილამ“ ტიტულის შენარჩუნებაზე ფიქრს უკვე დიდი ხანია დაანება თავი. უჩა სოსიაშვილის გუნდი ძირითად აქცენტს ევროპის ლიგაში მოხვედრაზე აკეთებს. მაგრამ ამისთვის ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რადგან კონკურენტები უფრო და უფრო უახლოვდებიან.
საანგარიშო ტურში „დილა“ საკუთარ მოედანზე ამბიციური „ჩიხურას“ წინააღმდეგ თამაშობს, რომელიც, ძალთა გარკვეული განლაგების (ნაკლებად სავარაუდო) შემთხვევაში, ასევე ზემოთ ხსენებული კონკურენტების რიცხვში შეიძლება შევიყვანოთ. სატურნირო ცხრილში კლუბებს ერთმანეთისგან სულ შვიდი ქულა აშორებს, მაგრამ საკმაოდ დიდია „დილას“ უპირატესობა პირად შეხვედრებში — ექვსი გამარჯვება, სამი მარცხი და ორი ფრე ანგარიში.
სტუმრებისთვის ერთადერთი დადებითი ფაქტორი შეიძლება მათი შედეგიანობა იყოს. სოსო ფრუიძის გუნდმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მეტოქის კარი 13-ჯერ აიღო. „დილას“ დაცვაში გარკვეულ პრობლემებთან ერთად, საჩხერელ ფეხბურთელებს სწორედ ამის ხარჯზე შეუძლიათ ქულებისთვის ბრძოლა გასვლით თამაშში.
თბილისის „დინამო“ ინტრიგას საბოლოოდ „დამარხავს“?
კიდევ ერთი მატჩი, რომელიც შაბათს გაიმართება, საკუთარ თავში არანაირ ინტრიგას არ მოიაზრებს.
„ზუგდიდი“, რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზეა, საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ მიიღებს, თბილისური კლუბი „დილისგან“ უკვე 12 ქულით დაწინაურდა (რა უნდა მოხდეს, „დინამომ“ რომ ასეთი ჰანდიკაპი დაკარგოს?) და რითიც, ფაქტობრივად, ჩემპიონობის ინტრიგა „დამარხა“.
ერთადერთი, რაც ამ მატჩის შესახებ შეიძლება აღინიშნოს — ესაა ორი უცხოელი მწვრთნელის — მასპინძელთა მხრიდან უკრაინელი იური ბაკალოვისა და სტუმრების მხრიდან — სლოვაკი იურაი იარაბეკის დუელი.
კვლავ ფრე?
კვირას დაგეგმილ მატჩებს შორის ყველაზე დაძაბული ბათუმის „დინამოსა“ და „ცხინვალის“ შერკინება იქნება.
გუნდები სატურნირო ცხრილში ორ ადგილსა და სამ ქულას იყოფენ. ორივე კლუბი უეფას ევროპის ლიგაში მოხვედრის პრეტენდენტია და ორივე კოლექტივი საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებს.
„ცხინვალს“ ზედიზედ ათ მატჩში არ წაუგია. კახა კაჭარავას გუნდი ზამთრის შესვენების შემდეგ გამარჯვებას ვერაფრით ახერხებს. ახლა გულშემატკივრები „მკითხაობენ“ — უნდა ელოდონ თუ არა მეხუთე თამაშს იმავე სერიიდან.
სტატისტიკა კი ამ მოლოდინს უარყოფს. გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ და მშვიდობიანად არც ერთხელ არ დაშლილან. ორჯერ ბათუმელებმა გაიმარჯვეს, სამჯერ კი — ცხინვალელებმა.
XX ტურის მატჩების განრიგი
11 მარტი
„ლოკომოტივი“ – „სიონი“
12 მარტი
„დილა“ – „ჩიხურა“
„ზუგდიდი“ — თბილისის „დინამო“
13 მარტი
ბათუმის „დინამო“ – „ცხინვალი“
„კოლხეთი“ – „ტორპედო“
„მერანი“ – „სამტრედია“
„საბურთალო“ – „გურია“
„საპოვნელა“ – „შუქურა“.