ლორია ტრავმას იღებს, გოგუას „ირტიშისთვის“ გოლი გააქვს

© FB/ Empolifcofficialpageლევან მჭედლიძე
ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველო“ ევროპის საფეხბურთო კლუბებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების წარმატებებსა და წარუმატებლობებზე მოგითხრობთ.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. გასულ საფეხბურთო უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა სამი გოლი გაიტანეს (ერთი – ჩემპიონატში, ორი — ამხანაგურ შეხვედრებში) და ერთი შედეგიანი გადაცემა განახორციელეს.

თუმცა მთავარი და, სამწუხაროდ, უსიამოვნო სიახლე სამარის „კრილია სოვეტოვისა“ და საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარის გიორგი ლორიას ტრავმა გახდა. ესპანეთში წინასასეზონო მზადების ბოლო თამაში „კრილიამ“ ყაზანის „რუბინთან“ გამართა. პირველი ტაიმის ბოლოს ლორია კუთხური დარტყმის შემდეგ ბურთის აღებისას უხერხულად დაეშვა და ფეხის ტრავმა მიიღო. შედეგად მეკარის სასწრაფოდ შეცვლა გახდა საჭირო. რამდენად სერიოზულია ლორიას ტრავმა და რამდენად სწრაფად შეძლებს ის მოედანზე გამოსვლას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ივნისში ესპანელებს შეხვდება

ფრანგულმა „რეიმსმა“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა თამაშობს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მე–18 ტურში „რეიმსმა“ საკუთარ მოედანზე „ბორდო“ გაანადგურა ანგარიშით 4:1. ამ შედეგში არც თუ ცოტა როლი მიუძღვის კანკავასაც. ნახევარმცველი ბრწყინვალედ მოქმედებდა მინდვრის ცენტრში და მეტოქეს „თავისუფლად ამოსუნთქვის“ საშუალებას არ აძლევდა. შედეგად ამ მატჩისთვის კანკავამ ექვსი ქულა მიიღო, ხოლო „რეიმსი“ ზონიდან გავარდნის ზღვარს ოთხი ქულით დაშორდა.

„ვიტესს“, სადაც გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ, ასე კარგად არ მისდის საქმეები. „ვიტესმა“ ჰოლანდიის ჩემპიონატის მე–17 ტურში 2001 წლიდან პირველად საკუთარ მოედანზე „ვილემსთან“ 0:1 წააგო.

კაშიამ მინდორზე სრული 90 წუთი გაატარა. ხოლო ყაზაიშვილი ფინალურ სასტვენამდე 15 წუთით ადრე შეცვალეს. ამასთან ჩანდა, რომ თავდამსხმელი მწვრთნელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო.

მატჩის შემდეგ კაშიამ, რომლისთვისაც ეს „ვიტესის“ შემადგენლობაში 201-ე მატჩი იყო, ასეთი კომენტარი გააკეთა: „ადრე გუნდი ძალიან ბევრ საშიშ და საგოლე მომენტებს ქმნიდა და შეეძლო „რეალისა“ და „ბარსელონასთვის“ გაეწია მეტოქეობა. ახლა ასე აღარ არის“.

ეს იყო საყვედური თანაკლუბელების მიმართ თუ მწვრთნელთა შტაბის მიმართ, უცნობია.

© FB/ Vitessვაკო ყაზაიშვილი - "ვიტესი"
ვაკო ყაზაიშვილი - ვიტესი - Sputnik საქართველო
ვაკო ყაზაიშვილი - "ვიტესი"

ასევე გაუგებარია, ვის შეუძლია წაუყენოს პრეტენზიები ლევან მჭედლიძემ. თავდამსხმელი კვლავ ფინალურ სასტვენამდე ოცი წუთით ადრე გამოდის მოედანზე. ურტყამს კარში, მაგრამ მის „ემპოლის“ ეს არ შველის. ტოსკანელებმა კვლავ წააგეს. ამჯერად „რომასთან“ – 1:3.

„ემპოლი“ უკვე რვა ტურია აგებს. მისი ბოლო წარმატება 10 იანვრით თარიღდება. ასეთი შედეგის გამო გუნდი სატურნირო ცხრილის ბოლოსკენ მიექანება. მე–17 ტურის შემდეგ ტოსკანელები უკვე მე-11 ადგილზე არიან, ევროთასის ზონიდან მათ 14 ქულა აშორებს, რაც ასეთი თამაშისას გადაულახავ უფსკრულად ჩანს.

ასევე არა აქვს კარგი მდგომარეობა გიორგი ჭანტურიას კლუბ „დუისბურგს“, რომელიც, როგორც ჩანს, მეორე „ბუნდესლიგის“ ცხრილის ფსკერზე საბოლოოდ „გაიჭედა“. 23–ე ტურში „დუისბურგი“ თავის მოედანზე „სანკტ-პაულის“ მასპინძლობდა და 0:2 წააგო. ერთადერთი, ვინც სპეციალისტების დადებითი შეფასება დაიმსახურა, ქართველი ნახევარმცველია. მატჩის შემდეგ ჭანტურიამ სამი ქულა მიიღო, მაშინ, როდესაც მის პარტნიორებს ასეთი შეფასებაც არ მიუღიათ.

საბურთალო - დინამო თბილისი 0:4 - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. XVIII ტურის შედეგები

გიორგი აბურჯანია, რომელმაც ესპანური „ხიმნასტიკის“ ძირითად შემადგენლობაში მყარად მოიკიდა ფეხი, კვლავ სასტარტო შემადგენლობაში გავიდა მოედანზე და „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ სრული 90 წუთი ითამაშა. მატჩის საბოლოო შედეგი უკვე პირველი ტაიმის შუა წუთებში დაფიქსირდა. „ხიმნასტიკმა“ ანგარიში გახსნა, მაგრამ მაშინვე საკუთარ კარშიც მიიღო ბურთი. საბოლოოდ — ფრე 1:1.

„ხიმნასტიკი“ ესპანეთის ჩემპიონატის „პრიმერაში“ გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ნუგზარ კვირტიას გოლმა აზერბაიჯანის „აზალს“ საკუთარ მოედანზე „რავანის“ წინააღმდეგ მატჩში გამარჯვება მოუტანა. ნახევარმცველმა შეხვედრის ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე გაიტანა. კვირტიას დუბლის გაფორმებაც შეეძლო, მაგრამ 11-მეტრიანი დარტყმის რეალიზება ვერ შეძლო.

32 წლის ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ პავლოდარის „ირტიშის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩში თავი გამოიჩინა გოლით. უკრაინის „სტალის“ წინააღმდეგ წინასასეზონო თამაშში გოგუამ პენალტი გაიტანა, ხოლო მისმა ახალმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.

© Sputnik / Stanislav Kozlyakovskyქართველი ფეხბურთელები ევროპაში
ქართველი ფეხბურთელები ევროპაში - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელები ევროპაში

 

ყველა ახალი ამბავი
0