საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. XVIII ტურის შედეგები

© ФФГ"საბურთალო" - "დინამო" თბილისი 0:4
საბურთალო - დინამო თბილისი 0:4 - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დინამო“ 10 ქულით დაწინაურდა, „დილამ“ მოულოდნელად წააგო“.

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის XVIII ტური საკმაოდ მოულოდნელი სცენარით განვითარდა — პირველი მატჩი 12:00 საათზე დაიწყო, ხოლო „ლოკომოტივმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ნაცვლად, მატჩი „დინამო არენაზე“ ჩაატარა.

ამის მიზეზი მესხის სახელობის სტადიონზე რაგბიში საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის ნაკრების მატჩი იყო, რომელშიც საქართველომ 38:7 გაიმარჯვა.

დავუბრუნდეთ საფეხბურთო უმაღლეს ლიგას, სადაც საინტერესო მოვლენები განვითარდა.

ლიდერი ადასტურებს თავის კლასს

XVIII ტური „საბურთალოსა“ და „დინამოს“ თბილისური დერბით დაიწყო. ეს თამაში ორი კლუბის დაპირისპირების ისტორიაში მეორე იყო. დებიუტი ამ სეზონის პირველ წრეში შედგა და „დინამოელების“ დამაჯერებელი გამარჯვებით — 4:0 დასრულდა.

მსგავსი სცენარით განვითარდა მატჩი ამ ტურშიც. უკვე 24-ე წუთზე ნომინალური სტუმრები დაწინაურდნენ. ჯაბა ჯიღაურმა გიორგი ქვილითაიას არაზუსტი დარტყმა წარმატებით დააგვირგვინა.

ზუსტად ერთ წუთში ქვილითაიამ თავი თავადაც გამოიჩინა. „საბურთალოელებმა“ თავდაცვიდან შეტევაზე გადასვლისას ბურთი დაკარგეს და „დინამოს“ თავდამსხმელმა საკუთარი გუნდის უპირატესობა გააორმაგა.

მეორე ტაიმში იარაბეკის გუნდმა კვლავ დუპლეტით „გაისროლეს“. მე-60 წუთზე ქვილითაიამ დუბლი გააფორმა, კიდევ ერთ წუთში გიორგი თევზაძემ საბოლოო ანგარიში — 4:0 დაადგინა.

„დილას“ მოულოდნელი მარცხი

ტიტულისთვის ბრძოლაში „დინამოს“ ძირითადი მეტოქე „დილაა“ — საქართველოს ჯერ კიდევ  მოქმედი ჩემპიონი. უჩა სოსიაშვილის გუნდმა კონკურენტის შედეგების შესახებ უკვე იცოდა, როდესაც „ტორპედოს“ წინააღმდეგ შესახვედრად თავის მინდორზე გავიდა. ისინი მოედანზე ქულათა სხვაობის შვიდამდე შესამცირებლად მტკიცე შემართებით გავიდნენ.

მაგრამ მხოლოდ შემართებით მატჩს ვერ მოიგებ. ამასთან, პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ქუთაისელებს მცირე სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ. „ტორპედოელებმა“ რამდენიმე მომენტი შექმნეს, თუმცა მათი გოლად ხორცშესხმა ვერ შეძლეს.
ამის შემდეგ თამაში დაწყნარდა, მატჩის მთავარი მოვლენები მოედნის ცენტრში განვითარდა. სურათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა, მხოლოდ 69-ე წუთზე საჯარიმოდან ძლიერი დარტყმის შემდეგ მასპინძელთა მეკარემ, მიხეილ მუჯრიშვილმა ბურთი „ცხრიანიდან“ გამოიტანა, მაგრამ თორნიკე კაპანაძემ იმარჯვა და თითქმის ცარიელ კარში თავით გოლი გაიტანა.

„დილა“ ბევრს ეცადა, მაგრამ მატჩის შედეგი ვეღარ შეცვალა — წააგო ანგარიშით 0:1 და „დინამო“ უკვე 10 ქულით გაუშვა წინ.

„ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ვითარების მაქსიმალურად გამოსწორება — რაც შეიძლება მეტი ქულის აღება და სეზონის შედეგებით ევროტურნირებში მოხვედრაა“, — განაცხადა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა. 

„ცხინვალის“ ზედიზედ მესამე ფრე

თუ ჩემპიონობასთან დაკავშირებით ამ სეზონში ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელია (რა თქმა უნდა, ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 12 ტურია, თუმცა „დინამოს“ ჰანდიკაპი ძალზე მაღალია), ევროთასზე ადგილისთვის ბრძოლა გრძელდება.

აქ ერთ-ერთი მთავარი გმირი „ცხინვალია“, რომელიც ჩემპიონატში მესამე ადგილს ჯერჯერობით ინარჩუნებს. რატომ ჯერჯერობით? იმიტომ, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ კახაბერ კაჭარავას გუნდი, მართალია, ვერ იმარჯვებს, მაგრამ არც აგებს. სამი ფრე ზედიზედ, აქედან ორი გუნდებთან, რომლებიც ამ სეზონზე გადარჩენისთვის იბრძვიან. 

ამ საანგარიშო ტურშიც „ცხინვალმა“ „ზუგდიდთან“ გასვლით თამაშში 1:1 ითამაშა. მასპინძლებმა ანგარიში ევგენი კოვალენკოს ზუსტი დარტყმით გახსნეს, ხოლო ირაკლი ლეკვთაძემ სტუმრებს ფრე ანგარიში მოუტანა.

თუ „ცხინვალი“ ასე გააგრძელებს, უახლოეს პერიოდში გუნდი ევროთასის ზონიდან გავა, მით უფრო, რომ კონკურენტებს — კერძოდ, „სამტრედიასა“ და „სიონს“ არ სძინავთ. ორივე კლუბმა მე-18 ტურში გაიმარჯვა და „ცხინვალს“ მაქსიმალურად მიუახლოვდა.

© http://gff.ge"ზუგდიდი" - "ცხინვალი" 1:1
ზუგდიდი - ცხინვალი 1:1 - Sputnik საქართველო
"ზუგდიდი" - "ცხინვალი" 1:1

 

„მერანი“, როგორც ფენიქსი

საინტერესო მოვლენები ხდებოდა სატურნირო ცხრილის ბოლოში. ზამთრის შესვენების შემდეგ კვლავ გაკვირვებას იწვევს „მერანი“. მარტვილის გუნდმა პირველ სეზონში სულ ოთხი ქულა დააგროვა — ერთხელ გაიმარჯვა და ერთხელ ფრედ დაასრულა თამაში. ფსონს იმაზე, რომ გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩება, მხოლოდ ყველაზე გულადი ადამიანი დადებდა.

ახლა მეორე წრის სამ მატჩში „მერანმა“ უკვე შვიდი ქულა დააგროვა და ქვედა ადგილი დატოვა, დაპირისპირების მატჩების ზონაში გადავიდა, რაც ფენიქსის ლეგენდას გვახსენებს.

ბადრი კვარაცხელია გუნდმა საანგარიშო ტურში „ჩიხურას“ წინააღმდეგ რთული მატჩი ჩაატარა, მაგრამ მაინც შეძლო გამარჯვება — 3:2. დუბლი ნიკოლოზ საბანაძემ გააფორმა. „გადამრჩენელი“ მე-13 ადგილიდან „მერანს“ ახლა მხოლოდ ოთხი ქულა აშორებს.

"მერანი" - "ჩიხურა" 3:2
მერანი - ჩიხურა 3:2 - Sputnik საქართველო
"მერანი" - "ჩიხურა" 3:2

XVIII ტურის შედეგებით ცვლილებები მოხდა ბომბარდირთა რბოლაშიც. ერთპიროვნული ლიდერი გიორგი ქვილითაია გახდა. „საბურთალოსთან“ თამაშში მან დუბლი გააფორმა და ახლა მის ანგარიშზე 15 გატანილი გოლია. მისმა ძირითადმა კონკურენტმა ოთარ მარცვალაძემ „დილიდან“ ამ ტურში გოლი ვერ გაიტანა და ფორვარდს კვლავ 13 ქულა აქვს.

XVIII ტურის მატჩების შედეგები

„საბურთალო“ — თბილისის „დინამო“ – 0:4

„დილა“ – „ტორპედო“ 0:1

„შუქურა“ – „სიონი“ — 0:0

„ზუგდიდი“ – „ცხინვალი“ — 1:1

„კოლხეთი“ — ბათუმის „დინამო“ – 0:1

„მერანი“ — ჩიხურა“ – 3:2

„საპოვნელა“ — გურია“ – 0:2

„ლოკომოტივი“ – „სამტრედია“ – 0:1

საქართველოს ჩემპიონატის XIX ტური 6 მარტს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0