თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა.
ქართველი ათლეტების აქტივში ვლადიმერ ხინჩიგაშვილის (-61კგ) მიერ მოპოვებული ერთი ოქროს მედალი და სამი ბრინჯაოა, რომელიც იაკობ მაკარაშვილმა (-74კგ), დავით მარსაგიშვილმა (- 85კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (-97 კგ) მოიპოვეს.
პარასკევს, ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენები დარჩენილ მედლებზე შეეჭიდებიან ერთმანეთს. 70კგ-მდე წონით კატეგორიაში დავით ტლაშაძე, 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი გენო პეტრიაშვილი გამოვა.
საქართველოს ნაკრებს საერთო გუნდურ მაჩვენებელში რუსეთისა (სამი ოქრო და ორი ბრინჯაო) და თურქეთის (ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი)შემდეგ, მესამე ადგილი უკავია.
Recap from Day 3 of the European Championships
Posted by United World Wrestling on 2016 წლის 10 მარტი, ხუთშაბათი
ხინჩიგაშვილმა, ოდიკაძემ და პეტრიაშვილმა რიოს თამაშებზე ოლიმპიური ლიცენზიები უკვე მოიპოვეს.