თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, რომელიც რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში ქართველი მოჭიდავე ბელარუსის წარმომადგენელს გიორგი კოლიევს შეხვდა და დაამარცხა ანგარიშით 6:1.
KHINCHEGASHVILI (GEO) Interview
Posted by United World Wrestling on 2016 წლის 10 მარტი, ხუთშაბათი
ბრინჯაოს მედლები ხვდათ წილად აზერბაიჯანელ ხაჯი ალიევს, რომელმაც სომეხი ვალოდია ფრანგულიანი დაამარცხა და რუმინელ ივან გუიდეს, რომელთანაც უკრაინელი პეტრე ბილეიჩუკი დამარცხდა.